კიევში რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომლითაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა.
კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა – ცოლ-ქმარი და მე-4 კლასელი გოგონა.
“მას პოლინა ერქვა. კიევის №24 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იყო. ის და მისი მშობლები თელიგაში რუსმა დივერსანტებმა დახვრიტეს”, – წერს ბონდარენკო.
სროლის დროს მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული