მთავარისიახლეებიმსოფლიოხარკოვმა შეტევა მოიგერია, ხერსონი არ ნებდება, კიევმა გაუძლო - 27.02.22 უკრაინაში

ხარკოვმა შეტევა მოიგერია, ხერსონი არ ნებდება, კიევმა გაუძლო – 27.02.22 უკრაინაში

Published on

27 თებერვლის ღამეს, მასირებული შეტევების მიუხედავად, რუსმა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს წინ წაწევა ვერცერთი მიმართულებით.

მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო კიევში, ხარკოვში, ხერსონში, სუმში, ხოლო მეტნაკლები ინტენსივობით – მარიუპოლსა და ოდესაში. ჩამოთვლილთაგან ყველგან, ხერსონის გარდა, სიტუაციას მტკიცედ აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. რაც შეეხება ხერსონს, რუსმა ოკუპანტებმა ვერ მისი აღება შეძლეს, თუმცა, ქალაქი ამ დრომდე ალყაშემორტყმულია.

რთული მდგომარეობაა ვასილკოვოში, რომელიც კიევიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ამ ქალაქში შეტაკებები გრძელდება და რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ აეროდრომზე კონტროლის დასამყარებლად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის მესამე დღესაც რუსმა ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს:

სამი Су-30, ორი Су-25, ორი Ил-76 – რუსეთის დანაკარგი ომის მესამე დღეს

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...