სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქს შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება არ მისცენ.გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზატორები ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ დღემდე არ მიუღიათ მშენებლობაზე უფლება ეკოლოგიის სერტიფიკატი.ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა კოენ დე ბრაბანდერმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემის მოგვარების იმედი ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს. მისი პროგნოზებით, მშენებლობაზე უფლებას 150 დღის განმავლობაში მიიღებენ, სტადიონი კი 12-დან 18 თვემდე ვადაში აშენდება.შეგახსენებთ, რომ „ევრო 2020“ პირველად ისტორიაში ევროპის 12 ქვეყნის 13 ქალაქში გაიმართება. ნახევარფინალებსა და ფინალებს ლონდონის სტადიონი "უემბლი" უმასპინძლებს.
სიახლეები
პოლიტიკა
“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია
მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...
კონფლიქტები
რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...
სამართალი
გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...
სამართალი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...