მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის" - ანჯელინა ჯოლის სოლიდარობა რუსული აგრესიის ფონზე

“ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის” – ანჯელინა ჯოლის სოლიდარობა რუსული აგრესიის ფონზე

Published on

ანჯელინა ჯოლიმ “ინსტაგრამზე” მიმართვა გამოაქვეყნა და უკრაინელ ხალხს, უფრო კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და უსაფრთხო თავშესაფარი ეძებნათ, სოლიდარობა გამოუცხადა. 

“როგორც ბევრი თქვენგანი, მევ ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. მე და ჩემი კოლეგები გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატიდან კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რეგიონში დევნილთა და იძულებით გაადგილებულ პირთა უფლებები იყოს დაცული. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ცნობები მსხვერპლისა და იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და უსაფრთხო ადგილი ეძებნათ. ჯერაც ადრეა იმის თქმა, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მომენტის მნიშვნელობა უკრაინელი ხალხისთვის შეუფასებელია”, – წერს ანჯელინა ჯოლი “ინსტაგრამზე”. 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...