მთავარისიახლეებიმსოფლიო30 ტანკი, 130 БТР, 5 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი - რუსეთის დანაკარგი ომის...

30 ტანკი, 130 БТР, 5 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი – რუსეთის დანაკარგი ომის პირველი დღის ბოლოს

Published on

24 თებერვლის დილიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა უკრაინის ტერიტორიაზე სამი მიმართულებიდან შეიჭრა, რუსულმა სამხედრო მანქანამ სერიოზული დანაკლისი განიცადა. 

იმის მიუხედავად, რომ ასევე დილიდან მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებდნენ არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნებას იმის თაობაზე, რომ უკრაინის სასაზღვრო ჯარები, ასევე ეროვნული გვარდია, პოლიცია და სამხედრო ნაწილები დემორალიზებულია და რუს ოკუპანტებს წინააღმდეგობას არ უწევენ, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. 

ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მიუთითებენ, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა: ომის დაწყების პირველ საათებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მართალია, კოორდინაცია აკლდა, მაგრამ სულ მალე გადალახეს კრიტიკული ზღვარი და ურთიერთშეთანხმებული კონტრშეტევები მოახერხეს, რაზეც თუნდაც, კიევიდან 25 კმ-ით დაშორებული ანტონოვის აეროდრომის (გოსტომელი) ჯერ დაკარგვა, შემდეგ კი დაბრუნება მეტყველებს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დანაკარგი განიცადა რუსულმა მხარემ ომის პირველ დღეს. მონაცემებში არ არის შესული ცნობები ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ. 

ზალუჟნის ინფორმაციით, 24 თებერვალს, სხვადასხვა ლოკაციაზე რუსებმა დაკარგეს 30-ზე მეტი ტანკი, 130-დე ჯავშანტრანსპორტიორი, 5 სამხედრო თვითმფრინავი და 6 სამხედრო შვეულმფრენი. 

“რუსულ ხომალდს: “Иди на х*й!” როგორ გაიგე?” – კუნძულის გარნიზონი ოკუპანტებს არ დანებდა (ვიდეო)

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...