მთავარისიახლეებიმსოფლიო„მოამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები“ - რუსული ტექნიკა მშვენივრად იწვის“, - მარიუპოლი 2014

„მოამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები“ – რუსული ტექნიკა მშვენივრად იწვის“, – მარიუპოლი 2014

Published on

2014 წელს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევისა და ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე იალტის დასახლებაში რუსი ოკუპანტებისა და ბოევიკების შესვლის საშიშროების დროს, როცა მარიუპოლის შესასვლელთან ისევ უკრაინული არმიის შენაერთები იყო განთავსებული, მარიუპოლში მოწოდების ფურცელი გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო:

„მტერი, რომელმაც ვერაგულად მიითვისა ნოვოაზოვსკი, შენი ქალაქის დაპყრობის გეგმას ამზადებს. სანამ შენ ამ სტრიქონებს კითხულობ, რუსი ჯარისკაცები ნოვოაზოვსკს ნაღმავენ, რათა უკანდახევის დროს მთლიანად გაანადგურონ იგი.

ნუ მისცემ მათ შანსს, ეს შენს ქალაქშიც გააკეთონ!

მტერი უნდა შევაჩეროთ!!!

დაიმახსოვრე შემდეგი პუნქტები:

პანიკის გარეშე! თქვენს გვერდით მთელი უკრაინა, უკრაინელი ხალხია! თქვენს დასახმარებლად აუცილებლად მოვლენ… უკვე მოდიან!

სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დაეხმარეთ არმიას და ძალოვნებს ქალაქის თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებაში.

მოიმარაგეთ მედიკამენტები, წყალი, საწვავი და პროდუქტები – რაც შეიძლება, ბლომად.

გაამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები“ – რუსული საბრძოლო ტექნიკა მშვენივრად იწვის. როგორც კი მტრის ტექნიკა ქალაქში გამოჩნდება, ფანჯრებიდან გადმოაგდეთ კოქტეილები – ვიწრო ქუჩებში ამ გზით არაერთი ერთეულის მწყობრიდან გამოყვანაა შესაძლებელი.

გაიგეთ, სად მდებარეობს სარდაფები და მიწისქვეშა კომუნიკაციები თქვენს რაიონში – ეს დაგეხმარებათ დამალვასა და უჩუმრად გადაადგილებაში.

გახსოვდეს – მტერიც სისხლისა და ხორცისგან შედგება, როგორც შენ, მასაც ეშინია, ისიც კვდება, როგორც ყველა ადამიანი.

თუ წინააღმდეგობას გადააწყდებიან, უკან დაიხევენ  – ისინი უცხო მიწაზე არიან, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე!

შეუქმენით ისეთი პირებები, რომ მუდმივად ზურგსუკან უწევდეთ ყურება.

ინტერნეტის მეშვეობით მიაწოდეთ ინფორმაცია უკრაინელ ძალოვნებს მტრის ადგილმდებარეობის შესახებ: სად არიან, რამდენი, რა ტექნიკა აქვთ (ფოტო, ვიდეო, უბრალოდ, ტექსტი).

მოახდინეთ პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება და დახოცეთ ოკუპანტები შეუბრალებლად.

გახსოვდეთ: უკრაინა გვეკუთვნის ჩვენ! ის ჩვენი სამშობლოა!“.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...