მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა აღიარებს, რომ წელს აფხაზეთმა რუსეთისგან შეპირებული დახმარება ...

რაულ ხაჯიმბა აღიარებს, რომ წელს აფხაზეთმა რუსეთისგან შეპირებული დახმარება ვერ მიიღო

Published on

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა განცხადება ,,ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ – პოლიტიკური სიტუაციის'' შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანაკნელ წლებში აფხაზეთმა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო რუსეთის ფედერაციისაგან, თუმცა ამ დახმარების დიდი ნაწილი არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. მათ, ვისაც ამ თანხებზე ხელი მიუწვდებოდათ, პირადი კეთილდღეობისათვის მოიხმარეს  იგი, ხალხი კი წინანდებურად მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეში დარჩა.

,,მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ დახმარებისთვის მუდამ სხვისკენ გვექნება გაშვერილი ხელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  დახმარებაზე საერთოდ ვთქვათ უარი.  წლევანდელმა წელმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად  თვითკმარია და აქვს საკუთარი რესურსები ბიუჯეტის ფორმირებისთვის – წლეულს არაერთხელ დაგვიდგა პერიოდი, როცა რუსეთის ფედერაციისგან შეპირებული ფინანსური დახმარების მოლოდინში თავად გავართვით თავი რიგ ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ ხალხის ნაწილი  უკმაყოფილოა იმით, რომ დახმარება რუსეთისგან ბოლოს მაინც ვერ მივიღეთ   და ამასთან მოლოდინები, რომელიც ჩვენგან ჰქონდათ, ჯერჯერობით სრულად არ არის გამართლებული''- ამბობს ხაჯიმბა. 

მისი თქმით, დღეს კრიტიკულად განწყობილი ადამიანები  შეკავშირდნენ ერთიან ოპოზიციურ ძალად, რომელიც ემყარება სიძულვილსა და მიუღებლობას ყოველივე იმისა, რასაც აკეთებს ახალი ხელისუფლება ჩემი მეთაურობით. ოპოზიციას ხელს არ აძლევს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნები, ისინი მკვეთრად აკრიტიკებენ ჩვენს თანამშრომლობას რუსეთთან, თუმცა თავად რეგულარულად სტუმრობენ ოფიციალურ მოსკოვს.  იქ გამართულ შეხვედრებზე ისინი ცდილობენ დააჯერონ  მასპინძლები იმაში,  რომ რუსეთ – აფხაზეთის ურთიერთობები გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თავად რომ იყვნენ ხელისუფლებაში,   აქ კი ხალხს უცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი და პატარა კარაქში იცურავებდა.

ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ხელშეკრულების პროექტის განხილვის პროცესში  გამოითქმდა სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები, რასაც ჩვემნ არ ვახალისებდით, მაგრამ ხელსაც არ ვუშლიდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთგაგებას მოლაპარაკებებზე სასურველი შედეგი მოაქვს მხოლოდ მაშინ, როცა შემუშავებულია ერთიანი შეხედულება, რომელიც უკეთ გამოხატავს შენს სახესა და ინტერესებს. და აქ მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპებითა და კრიტერიუმებით. ამასთან ანგარიში უნდა გავუწიოთ რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ ამ ინტერესების უგულველყოფა დაგვაზიანებს. დღეს გვაქვს შანსი რუსეთის მხრიდან დახმარება მოვარგოთ როგორც ჩვენს, ისე თავად მის  ინტერესებსაც – აცხადებს ხაჯიმბა.

ცნობისათვის: დე ფაქტო აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის  ამრა ქვარანძიას განცხადებით, .რუსეთმა 2015 წელს შეწყვიტა აფხაზეთის სოცილურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებისთვის გამიზნული საინვესტიციო პროგრამის დაფინანსება. ამ დროისათვის აფხაზეთს მიღებული აქვს    რუსული ფინანსური დახმარების დაგეგმილი მოცულობის მხოლოდ 5 % . შესაბამისად ბიუჯეტი, რომლის შემოსავლების ნაწილი ძირითადად რუსეთის დახმარებაზე იყო გათვლილი და რომელზედაც დამოკიდებული იყო  ხელფასებისა და პენსიების, სოციალური დახმარებების  გაზრდა, უმწვავეს დეფიციტს განიცდის.   

 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...