მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

Published on

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, ადგილზე ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანებაა. პავლოვსკაიას ნავთობბაზა არის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი. ეს ობიექტი მდებარეობს კრასნოდარის მხარეში და ეკუთვნის კომპანია “ლუკოილს”. იგი წარმოადგენს ნავთობპროდუქტებისა და საწვავის შესანახ სადისტრიბუციო ტერმინალს. ეს ნავთობბაზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული არმიის ლოჯისტიკაში, კერძოდ, ფრონტის ხაზისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამხედრო ნაწილების საწვავით უზრუნველყოფაში. შესაბამისად, ის უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ობიექტი არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების მასშტაბური იერიშის სამიზნე.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...