მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დაასრულოს ომი - ზელენსკი

რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დაასრულოს ომი – ზელენსკი

Published on

“უკრაინული შორ მანძილზე მოქმედების ძალა ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო. დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 500 კილომეტრის მოშორებით [უკრაინის საზღვრიდან]. მადლობას ვუხდი უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და სარაკეტო ჯარების მეომრებს შედეგიანი მუშაობისთვის.
რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დაასრულოს ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი კი ამგვარი იძულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს არის სამართლიანი პასუხი რუსულ დარტყმებზე და პასუხი ომის გაჭიანურებაზე, რომელიც უნდა დასრულდეს. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვის მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვაზე.
ობიექტის დაზიანება დაადასტურა მოსკოვის მერმაც. სერგეი სობიანინმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიში ბოლო 24 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...