მთავარისიახლეებიWashington Post- "აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა"

Washington Post- “აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა”

Published on

ამერიკული გამოცემა Washington Post საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეგიონში აშშ-ის ინტერესებისა და ტრამპის ადმინისტრაციის კავკასიური სტრატეგიისთვის მზარდ საფრთხედ იქცა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც წარსულში ვაშინგტონის „სანდო მოკავშირედ“ მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტად „ირანის ორბიტისკენ იხრება“.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, სომხეთში ვიზიტზე და ერევანთან სტრატეგიულ მინერალებზე მიღწეულ შეთანხმებაზე. სარედაქციო კოლეგიის შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა პარალელურად ყურადღების მიღმა რჩება საქართველოს მზარდი დაშორება დასავლეთისგან.

Washington Post წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლების განმავლობაში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ხარჯზე რუსეთთან და ირანთან კავშირების გაღრმავებას ცდილობდა. გამოცემა ამ კონტექსტში „ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშსაც ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ირანმა საქართველოში რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა მიიღო, განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანელი შიიტი მოსახლეობის მიმართულებით.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...