მთავარისიახლეებიროგორ აბრუნებს "ქართული ოცნება" გაუქმებულ კორუფციულ სქემას - TI-ის ანგარიში

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

Published on

“ქართული ოცნება” სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართლო” ახალ ანგარიშში წერს.

ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნება“ იმ პრაქტიკას აბრუნებს, რომლის გამოც ხელისუფლება წლების განმავლობაში კრიტიკის ქვეშ იყო — საჯარო მოხელეებისთვის პრემიებისა და დანამატების არაგამჭვირვალე გაცემას.

TI-ის ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები სხვადასხვა სახელწოდებით გაცემული დანამატებისა და ბონუსების ხარჯზე, ფაქტობრივად, „12 თვეში 15 ხელფასს“ იღებენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი წარსულში სწორედ კორუფციულ პრაქტიკად ფასდებოდა და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ გაუქმდა, თუმცა ახლა კვლავ ბრუნდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამატებითი ანაზღაურებების გაცემის პროცესი ხშირ შემთხვევაში დახურული და გაუმჭვირვალეა, მოქალაქეებს კი არ აქვთ ინფორმაცია, რა კრიტერიუმებით ენიჭებათ ჩინოვნიკებს ბონუსები და პრემიები. TI მიიჩნევს, რომ მსგავსი სისტემა ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვასა და პოლიტიკური ლოიალობის წახალისებას უწყობს ხელს.

ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო სექტორში ანაზღაურებების სისტემა რეალურ რეფორმას საჭიროებს, რათა გამოირიცხოს არათანაბარი მიდგომები და ბიუჯეტის ფულის პოლიტიკური გავლენებისთვის გამოყენება. TI ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროოს დამატებითი ანაზღაურებების გაცემის პრაქტიკა და შექმნას მკაფიო, გამჭვირვალე წესები.

სიახლეები

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...