მთავარისიახლეებიპაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე- რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო

პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე- რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო

Published on

ვფიქრობ, 26 მაისის საღამო ფინალური აკორდი იყო იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას […] ქართველმა ხალხმა დაინახა ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ საზოგადოება გახლიჩონ – მაშინ, როცა ქვეყანა ზეიმობს, ხალხს ეს ზეიმი ჩააშხამონ. ვნახეთ მათი მცდელობები, რომ რამენაირად რადიკალური მუხტი ყოფილიყო, მაგრამ დიდი ხანია, ეს მუხტიც აღარ აქვთ და დაკარგულია.

ვფიქრობ, გუშინდელი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი, ეს არის ის Facebook ბაბლი, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, Facebook-ის ერთი ფრენდლისტია. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოციალურ ქსელებში გამოჩენილიყვნენ, საკუთარი თავი სხვებისთვის დაენახებინათ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა.

თქვა შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის მიერ გამართულ აქციაზე.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...