თბილისში, საბურთალოს რაიონში დაკარგული 15 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანს ოჯახი და პოლიცია 26 მაისის შემდეგ ეძებდა. ის ბოლოს საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან მდებარე სათვალთვალო კამერამ 21:59 საათზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
შსს-ს განცხადებით, მომხდარი ტრაგედიის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.