მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

Published on

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი ავრცელებს:
„ვაგრძელებთ ფრონტისთვის უკრაინული high-tech გადაწყვეტილებების განვითარებას. Brave1-ის მონაწილემ შექმნა პირველი უკრაინული მართვადი ავიაბომბი, რომელმაც უკვე გაიარა საჭირო გამოცდები და საბრძოლო გამოყენებისთვის მზად არის“ – აღნიშნა მან.
ფედოროვის ცნობითვე, მართვად ავიაბომბს აქვს უნიკალური კონსტრუქცია და შექმნილია თანამედროვე ომის რეალობის გათვალისწინებით. მან ასევე დასძინა, რომ ეს არ არის დასავლური ან საბჭოთა გადაწყვეტილებების ასლი, არამედ უკრაინელი ინჟინრების მიერ შექმნილი მართვადი საჰაერო ბომბია, რომელიც განკუთვნილია ათეულობით კილომეტრის სიღრმეში მტრის სიმაგრეების, სამეთაურო პუნქტებისა და სხვა სამიზნეების ეფექტურად გასანადგურებლად.
მინისტრის ინფორმაციით, ბომბის ქობინი 250 კგ-ია და თავდაცვის
სამინისტრომ უკვე შეიძინა პირველი ექსპერიმენტული პარტია, პილოტები კი უკვე მუშაობენ ახალი იარაღის რეალურ საომარ პირობებში გამოყენებისთვის.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...