მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე - სუსი

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

Published on

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანების გამო დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები საქართველოდან სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, სადაც უნდა შეერთებოდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს.

“გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო, აგრეთვე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას, მათი ჩამოსვლის და ჩამოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ სხვადასხვა ბინაში.

შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდებოდა. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, დადეს ფიცი, ე.წ. ბაიათი, რაც ასახეს ვიდეოს სახით და გაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითიც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ, ისინი მზად იყვნენ, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, სადაც უნდა შეერთებოდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი SIM-ბარათები, მობილური ტელეფონები, “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და სხვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 328 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და დახმარებას გულისხმობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”. – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...