უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის.
ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო”. – წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.