მთავარისიახლეებირუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

Published on

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

პარალელურად, გვიან ღამიდან ადგილზე პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.

ადგილზე მისულ ქართული ოცნების წევრებს ისინი შეძახილებით დახვდნენ და სკანდირებდნენ: “მონა”, “რუსებო”.

ტერიტორიაზე ქართული ოცნების მთავრობის წევრების გამოჩენამდე, ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და შეეცადა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.

მიმდინარე აქციაზე დააკავეს ერთი ადამიანი.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – 35.

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....