“არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით” – ასე უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას – “თქვენ არაერთხელ თქვით, რომ კობახიძეს მიმართეთ პატიმრების გათავისუფლების თხოვნით, კიდევ გაქვთ მცდელობა ან მოსაყდრე თუ აგრძელებს ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან საუბარს”.
“ახლა უბრალოდ, გესმით, ასეთი დღეებია, წინჩასატარებელი გვაქვს სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. […]
ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ჩვეულებრივი, ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც”. – თქვა დეკანოზმა ანდრიამ.