მთავარისიახლეებისაქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

Published on

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

“საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.

სიახლეები

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის რეჟიმის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი

ირანში საჰაერო დარტყმას მაღალი რანგის სამხედრო პირი ემსხვერპლა — „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის...

გაბაშვილის და რიკაძის ჯგუფურად თავდასხმის შედეგად გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვალა-POG

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო...

საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი ჯარში გაწვევის შემთხვევაში საქართველოში უნდა დაბრუნდეს

სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის წესები იცვლება და მკაცრდება. კანონპროექტს, რომელიც ქართული ოცნების თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა,...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის...