ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა, ჯამში 57 ძაღლი, უკვე დაბრუნებულია.
თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ რეალურად ქალაქში 3 დღის განმავლობაში დაახლოებით 55 ძაღლი ჩამოიყვანეს, რომელთა ნაწილი, მათი ვარაუდით, შესაძლოა სხვა ქალაქებიდან იყოს გადმოყვანილი.
მოხალისეები ასევე აღნიშნავენ, რომ დაბრუნებულ ცხოველებს შორის ვერ პოულობენ საკუთარ მიკედლებულ ძაღლებს და აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს უახლოეს საათებში მიმართავენ.