კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ, 24 მარტს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დროს გამოაცხადებს მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს.
ელენე ხოშტარია საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარეს არც დასკვნითი სიტყვის უფლებით უსარგებლია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხოშტარიას ადვოკატმა, ელენე მაღლაკელიძემ განუცხადა, დაკავებული პოლიტიკოსი არც ხვალინდელ სხდომაზე აპირებს გამოცხადებას.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.