მთავარისიახლეები"აიძულებდა, ნარკოტიკი კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა" - ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

“აიძულებდა, ნარკოტიკი კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა” – ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

Published on

თბილისის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავა.

“საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ლ.ბ. ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 2006 წელს დაბადებულ ს.ა-ს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით. მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდებული ს.ა.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს ს.ა-ს მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა, მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული ს.ა.-ს ფიზიკურად უსწორდებოდა” – აცხადებს შსს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სავარაუდოდ სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. როგორცქაშუეთის მღვდელმსახურმა, მამა ელიზბარ ოდიშვილმა ცოტა ხნის...

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა ამ დღეში არ დაგეტოვებინათ – სალომე ზურაბიშვილი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში,...

აშშ-ს საელჩო- ილია II-ის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

ამერიკის შეერთებული შტატები პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის,...

18 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება, ილია II-ის ცხედარს სამებაში ამის შემდეგ გადაასვენებენ

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის...