ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
„პარასკევს დილით ნატო-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა.
მისი განცხადებით, ნატო „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს.
ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.