მთავარისიახლეებიეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

Published on

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში მოხდა “დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა”. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს სისტემურ ძალადობაზე, დაშინებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებზე. პარტნიორი ქვეყნების შეფასებით, საქართველოში ადგილი აქვს “დაუსჯელობის კულტურას” იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

განცხადების ავტორები საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე კატეგორიული მოთხოვნით მიმართავენ:

დაუყოვნებლივ გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი.

შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა.

ხელისუფლებამ უარი თქვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მუქარაზე, რაც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს.

გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ. ოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები და დაუბრუნდეს ეუთოს ფასეულობებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს”, – წერია დოკუმენტში.

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...