ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა.
“ფინანსური დავალიანების გამო დღეს გაითიშა TV პირველის სატელიტური მაუწყებლობა. სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც არხმა ვეღარ შეძლო.
ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას! თქვენ შეგიძლიათ თქვენი მონაწილეობით გაუზიაროთ tv პირველის მაუწყებლობა მთელს საქართველოს და ემიგრანტებს ვინც ევროპასა და აზიაში სატელიტის საშუალებით გვიყურებს” – ნათქვამია TV პირველის განცხადებაში.
ტელეკომპანია დახმარების მსურველთათვის ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს:
ანგარიშის ნომერი: GE07TB7272236020100006
დანიშნულება: დახმარება