მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

Published on

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს – სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გააკეთეს და “ქართულ ოცნების” განათლების რეფორმა გააკრიტიკეს.

განმცხადებლები ამბობენ, რომ რეფორმა და 1+4 პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ეთნიკური უმცირესობის ათასობით სტუდენტის განათლების უფლებას.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მოითხოვენ 1+4 პროგრამის სრულად შენარჩუნებას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას და 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას.

ჩვენ, ხელმომწერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ვაცხადებთ, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმა და 1+4 პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ეთნიკური უმცირესობის ათასობით სტუდენტის განათლების უფლებას.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების განათლების უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ცნობილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩაირიცხა. ეს სტუდენტები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფებიან და მომდევნო წელს ბაკალავრიატის პირველ კურსზე უნდა ისწავლონ. თითოეული ამ სტუდენტის სურვილია, იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს 1+4 პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჩაირიცხნენ სხვა უნივერსიტეტებშიც, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა შეეხება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ ათასობით სტუდენტის მომავალს ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები:
• მომავალ წელს რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ეს სტუდენტები სწავლას?
• როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი უფლებები და განათლების შესაძლებლობები?
• რა გავლენას მოახდენს 1+4 პროგრამის შეკვეცა ან გაუქმება ამ ახალგაზრდების მომავალზე?
1+4 პროგრამა მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველსაყოფად. ამ პროგრამის შეკვეცა გაზრდის სოციალურ უთანასწორობას და სერიოზულად დააზიანებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ მოვითხოვთ:
• 1+4 პროგრამის სრულად შენარჩუნებას;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას;
• 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას;
• სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• განათლების რეფორმების განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებრივი განხილვის საფუძველზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს გათვალისწინონ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ინტერესები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ დაგეგმილი დამაზიანებელი ცვლილებები.

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...