მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბიშვილი ოცნებას: "მეცოდებით!"

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

Published on

“საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი წერს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, დავით ჩხეიძის ნარკოლოგიურში გადაყვანას ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, “ერთის მხრივ უსამართლო სასჯელს იხდიან უწესიერესი ახალგაზრდები, ღირსეული და პრინციპული ქალები იხდიან, მაშინ როცა ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე “ოცნების” ყოფილ წევრებს აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული.

ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემჩნეულები, კიდევაც დაჭერილნი და ზოგს აღიარებულიც აქვს საკუთარი დანაშაული.

აქეთ კი უწესიერესი ახალგაზრდები, ღირსეული და პრინციპული ქალები, შეუპოვარი პატრიოტები იხდიან უსამართლო სასჯელს. დანაშაულს არ აღიარებენ, რაც არ უნდა დაუჯდეთ ეს, საპროცესოზე თუ შეწყალების მოთხოვნაზე უარს ამბობენ, რამეთუ სიმართლე მათ მხარეს არის და ეს აძლევს მათ ძალას და იმედს.

ასეთია დათო ჩხეიძეს საქმეშიც : იმიტომ რომ ადამიანს ვერაფერი მოუხერხეს, იმდენად ღვთის და ერის კანონს უფრთხილდება, იმდენად წესიერად ცხოვრობს და ღირსეულად აპროტესტებს ქვეყნის წართმევას, ამიტომ ცდილობენ მოუგონონ ყველაზე აბსურდულ ბრალდება. ვინც იცნობს (და ვინც გაიცნობს) ყველამ იცის რამდენად უსუსურია მათი ასეთი ქმედება.

სინმდვილეში მეცოდებით თქვენ, ვინც ასეთ ძველ საბჭოთა პრაკტიკას მიყვებით, ვინც წვალობთ რომ დააშინოთ საზოგადოება ისე, როგორც თვითონ გეშინიათ.

მეცოდებით იმიტომ, რომ შიში საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილი, დღეს თქვენს ბანაკში (ისედაც დავიწროვებული) გადმოინაცვლა.

ამ შიშს ებრძვით თქვენშივე, და ამიტომ ცდილობთ ხან დათო ჩხეიძე, ხან ანდრო ჭიჭინაძე, ხან მზია ამაღლობელი დააშინოთ … მაგრამ ამაოდ !

ამ ბრძოლასაც აგებთ და დღითიდღე კიდევ უფრო გიტაცებთ შიში ხვალინდელ დღისა. ამას არ შველის ახალი კანონები, მუქარის კორიანტელი არც ტყუილი ბრალდებები. არ შველის, რამეთუ იცით ყველაზე კარგად, სამართალი ვის მხარეს არის !!!!

პს. ისე რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება!!!

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცამა, „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით,...