„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა, რეპლიკების ეტაპზე სხდომა გადაიდო.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.