მთავარისიახლეებიირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

Published on

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი, დანიშნეს.

56 წლის მოჯტაბა ხამენეი „ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენელთა კენჭისყრის საფუძველზე დაინიშნა და გამოცხადდა ირანის ისლამური სახელმწიფოს წმინდა სისტემის მესამე ლიდერად“, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს თანახმად, სასულიერო პირები „ერთი წამითაც არ დაეჭვებულან“ ახალი ლიდერის არჩევაში მიუხედავად „დამნაშავე ამერიკისა და ბოროტი სიონისტური რეჟიმისა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მოჯტაბა ხამენეის დანიშვნას და რომ პირადად აპირებს ირანის ახალი ლიდერის შერჩევაში მონაწილეობას.

“ტყუილად კარგავენ დროს. ხამენეის ვაჟი არარაობაა”, – თქვა ტრამპმა.

სიახლეები

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცამა, „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით,...

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის...

საია-მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გაიგზავნა

საიამ რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაციის განცხადებით,...