ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცამა, „აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოხდა. “აჭარა თაიმსის” წყაროს ცნობით, დაკავებული პირი ტ.რ. არის და ის ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.