მთავარისიახლეებიკონფლიქტებიისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში "დაღამდა" და "ნავთობის წვიმასაც" ელოდებიან

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

Published on

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს აგრძელებს და ირანის თბოელექტრო და ენერგოობიექტებს ბომბავს, დაბომბვის შედეგად კი თეირანის თავზე სქელი, შავი კვამლია, რაც გადაღებული ფოტო და ვიდერომასალებითაც დასტურდება. 

“თეირანში თითქოს დაღამდა – დედაქალაქის თავზე შავი ცაა, დროდადრო წვიმის მსგავსი შავი წვეთები ჟონავს”, – წერენ სოციალურ ქსელებში ადგილზე მომუშავე მედიელები. 

ექსპერტების განმარტებით, გამორიცხული არ არის, თეირანში “ნავთობის წვიმა” მოვიდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ამ რაოდენობის ღრუბლების გაფანტვა. 

ამასობაში ირანს ცეცხლი უკვე არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმაც გაუხსნა, რომელიც აქამდე საპასუხო ქმედებისგან თავს იკავებდა. 

თვალყური ადევნეთ ახალ ამბებს ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე, სადაც მოვლენები ოპერატიულად, შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალების თანდართვით ქვეყნდება. 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...