- ტაბულა:
ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ “საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეული წარმომადგენელი” ირანის საელჩოში იყო მისული და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ელჩი მაღალჩინოსნის ვინაობას არ ასახელებს.
“საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეულ წარმომადგენელს, მადლობელი ვარ, რომ დღეს მობრძანდით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თბილისში, რათა მოწამებრივად დაღუპული ირანის ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად სამძიმრის წიგნში ხელმოწერა დაგეტოვებინათ. მეგობრები რთულ დროს იჩენენ თავს.” – წერს სეიედ ალი მოჯანი.
ელჩი ჩანაწერის ფოტოსაც აქვეყნებს.
“ჩვენ ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს.” – წერს ქართველი მაღალჩინოსანი.
-ტაბულა-