მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

Published on

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.

საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული. 

გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებების ორგანიზებას IRGC-ის სადაზვერვო დანაყოფის ოფიცერი, ალი აშგარ ბორდბარ შერამი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანმა ირანის 4 მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ აზერბაიჯანში სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული მოქმედებების მომზადებას ედავებიან.

სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი საქმის ოთხ ფიგურანტზე. ტარხან გულიევს, ნიჯატ აგაევს, ასად აბდულაევს და რაშად რუსტამოვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...

აშშ და საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთისკენ ატომურ ავიამზიდებს გზავნიან

ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგულმა ატომურმა ავიამზიდმა Charles de Gaulle უკვე გაიარა გიბრალტარი და ხმელთაშუა ზღვის...