ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა.
ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე იქნა მიღებული რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების საკონსულოებისთვის და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა მათ ეფექტურად უზრუნველყონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეს რეკომენდაციები მოიცავს – ევროკავშირის საზღვრებზე ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ გაძლიერებულ შემოწმებას.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას აუცილებლად უნდა იქონიონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ მიმართ შესვლის აკრძალვაც დაწესდეს.