6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით მიღებულია გადაწყვეტილება ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრული ევაკუაციის შესახებ.
ბაირამოვის განცხადებით, შესაბამისი მითითებები გაცემულია აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებისა და თებრიზში გენერალური საკონსულოს თანამშრომლებისთვის.