მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

Published on

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან.

“ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობები უმაღლეს დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მას შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად გადადგმული ყველა ნაბიჯი გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე გადაიდგმება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას”, – ნათქვამია თურქეთს თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...