მთავარისიახლეებიირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ავიაბაზასა და თურქეთში აშშ-ის ბაზაზე იერიშები მიიტანა

Published on

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ბაზას ირანული დრონი დაესხა თავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ს მისცა ნებართვა, აღნიშნული ბაზიდან ირანის სარაკეტო ობიექტებზე „თავდაცვითი“ დარტყმები განეხორციელებინა.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით შუაღამისას ლიმასოლში მდებარე ავიაბაზაზე აფეთქების ხმა გაისმა. სამხედროებს დაევალათ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ საცხოვრებელ შენობებში, თავშესაფრებში შეულიყვნენ და მითითებებს დალოდებოდნენ. Cyprus Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანულ ავიაბაზას ირანული უპილოტო აპარატი დაესხა თავს. დაუდასტურებელი ცნობებით, ეს შესაძლოა Shahed 136 ტიპის დრონი ყოფილიყო.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კვიპროსზე მდებარე ავიაბაზა დრონის იერიშის ქვეშ მოექცა, რის გამოც ობიექტზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, სავარაუდო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

კვიპროსის გარდა, თურქული მედიის ცნობით, ირანმა თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზა „ინჯირლიკზეც“ მიიტანა იერიში, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სიახლეები

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...

ოცნების მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს

ივანიშვილის მთავრობა ირანს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს უსამძიმრებს, – ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა. „სამძიმარს...

თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე”

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასანქცირებულ იმედის "ბანკთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ თუ...