მთავარისიახლეებიირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

Published on

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც იანვარში მაშჰადში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს, მძიმე წამების შედეგად კომაში ჩავარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არაშ ტოლუ შეიხზადე 6 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა მის სახლში შეიჭრნენ. დაკავება მოხდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც მან 8 და 9 იანვარს მაშჰადში გამართული პროტესტების ამსახველი ვიდეოები გაავრცელა.
 რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახს მასთან კავშირი არ ჰქონია, მისი ტელეფონი გამორთული იყო. ამის შემდეგ დედამ მის ბინაში მისვლა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ საცხოვრებელი არეული იყო.
 მოგვიანებით, რევოლუციური გვარდიის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ის პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახს არ მისცეს არც მონახულებისა და არც სატელეფონო საუბრის უფლება. მათ ასევე გააფრთხილეს ოჯახი, რომ საჯაროდ საუბრის შემთხვევაში მეორე შვილსაც შეიძლება პრობლემები შექმნოდა.
 ხელისუფლებამ არაშის დედას 20 თებერვალს აცნობა, რომ მისი ცხედარი მეორე დღეს გადასცემდნენ. მათ დააწესეს რამდენიმე პირობა: აკრძალული იყო ექსპერტიზის ჩატარება, დაკრძალვა უნდა ყოფილიყო ჩუმად და მას მხოლოდ უახლოესი ნათესავები უნდა დასწრებოდნენ.

სიახლეები

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...