მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

Published on

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

“კლინიკა მედინას თანამშრომელი იყო, ქმარი გარდაცვლილი ჰყოლია, ორი ბიჭი ჰყავს, თანამშრომლებთან არ ამბობდა ფეხმძიმობის შესახებ. დღეს დილით საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა, ქალი საოპერაციოში შეიყვანეს, ბავშვი გადარჩა და რეანიმაციაშია. ქალი კი პალატაშია გადაყვანილი”, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

კლინიკა “მედინას” კლინიკური დირექტორი, ექიმი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.

„საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია….ჰქონია მცდელობა [მკვლელობის], ნუ, მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას“, – განაცხადა ექიმმა “ტვ. პირველთან”.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...

„დაიცავი განათლება, ვიცავთ ილიაუნის“ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს და მარჯვენა მხარე...