მთავარისიახლეებისაზოგადოებაელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძემ პროცესზე განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლცენტრები არ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა.

„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს – დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას[ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს [დაუსწრებლად] , აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...