კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? – საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს თვითონ თავის ევროპაში, თავისთან, ბრიუსელში, ძალიან დიდი პრობლემები აქვს. შეიძლება, ზოგჯერ გამონათების წერტილები იყოს, მაგრამ მე ასე ვთვლი, რომ ის ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია.
თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე, კაია კალასზე.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, კაია კალასმა EU-ს წევრ ქვეყნებს გააცნო დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს – მათ შორის, წერია, რომ რუსეთმა საქართელოდან ჯარები უნდა გაიყვანოს.