მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

Published on

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს.

OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში.

OSINTdefender წერს, რომ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის კონტროლის ზონაში მალე 24 F-16CJ ტიპის გამანადგურებელი და 36 F-15E ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი იქნება.

საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთამდე საწვავით KC-135 Stratotanker-ის ტიპისა და სხვა სახეობის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები ამარაგებენ.

ცნობისთვის, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-ს უყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება, თეირანი შიშობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოებები შესაძლოა ვერ გადაილახოს, რაც სამხედრო დაპირისპირების ალბათობას სულ უფრო ზრდის.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...