მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს - "ტაბულა"

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

Published on

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას “ტაბულა” აქვეყნებს. 

“მარტო აღარ ვარ, მე მყავს თანამოაზრეთა ჯგუფი იბერიის ჰემატრიული მემკვიდრების არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ იურისტები და დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ამათ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევიან.

რაც შეეხება, როგორ ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის ჩვეულებრივი მეცნიერული ინფორმაცია, მე დაახლოებით 30-მდე წიგნი მაქვს დაწერილი და ძალიან კარგად ვიცი როგორ იწერება მეცნიერული ინფორმაცია, იქამდე ვიყავი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მეცნიერული ინფორმაცია იწერება ასე – ჯდება ადამიანი თავის სამუშაო მაგიდასთან და რაღაც ფორმულა გამოჰყავს. ეს ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მიეწოდება ადამიანს გამთენიისას. მე მეგონა მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა ასე და რამდენჯერმე ინტერვიუში აღვნიშნე კიდეც, რომ მე გამთენიისას მომეწოდება ეს ყველაფერი, დილის 4-5 საათიდან 7 საათამდე თვალდახუჭული რომ ვარ, ჯერ კიდევ ძილბურანში, მაშინ მოდის-მეთქი ეს ინფორმაცია.

მე ვდგები ვიწერ და მხოლოდ შემდეგ შემიძლია დავიძინო-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მარტო ჩემთან დაკავშირებით არ ხდებოდა.

თავის დროზე ამ ცოდნის გამოყენებას შეეცადა დავით აღმაშენებელი. გიორგი ჭყონდიდელი, როგორც ჩანს, იყო მოთავე ამ ყველაფრის და მერე გალობანი სინანულისანი რომ დაწერა, სწორედ იქ აღნიშნავს რომ ასურული ცოდნა ვიწამეო და ამისთვისო ღმერთს შესთხოვს პატიებას.” – თქვა ივანიშვილის ასტროლინგვისტმა და ასტროარქეოლოგმა, ალიკო ცინცაძემ “სამართლის ექსპერტში”.

ალიკო ცინცაძე ივანიშვილის უნივერსიტეტში ფსევდომეცნიერულ საგანს ასწავლის.

მაშინ როცა კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში 92%-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებს ილიაუნი, 20 აბიტურიენტს შეეძლება ისწავლოს ასტრომეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ალეკო (ალიკო) ცინცაძის თეორიული სისტემა წარმოადგენს მცდელობას, ქართული ენა, დამწერლობა და არქიტექტურა გაერთიანდეს ერთიან კოსმიურ პარადიგმაში. მისი ნაშრომები ეფუძნება მოსაზრებას, რომ უძველესი ქართული კულტურა ფლობდა ფუნდამენტურ ცოდნას სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც დაშიფრულია ანბანურ სიმბოლოებსა და ლიტერატურულ ძეგლებში.

თუმცა, აკადემიაში ეს მიდგომები ფასდება როგორც ფსევდომეცნიერება და ეზოთერულ-ოკულტისტური სპეკულაცია. 

სიახლეები

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...