მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

Published on

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

“დღეს უპრეცედენტო მოვლენა მოხდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო სრულიად სომხეთის კათოლიკოსის წინააღმდეგ იმ ბრალდებით, რომ მან ხელი შეუშალა არმან საროიანთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას”. – წერს გარეგინ მეორის ადვოკატი Facebook-ზე.

ზოჰრაბიანის მიხედვით, გარეგინ მეორეს სომხეთის დატოვებაც აეკრძალა, რაც, მისი თქმით, წარმოადგენს “მცდელობას, რომ ავსტრიაში დაგეგმილი სომხური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება ჩაიშალოს”.

სომხეთის სასამართლომ 19 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან აფილირებული ეპისკოპოსი გევორგ საროიანი ოფიციალურ თანამდებობაზე კვლავ უნდა დანიშნულიყო მას შემდეგ, რაც გარეგინ მეორემ ის თანამდებობიდან გადააყენა და სასულიერო წოდება ჩამოართვა.

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...