განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და აუხსნას, რას ემსახურება განათლების ე.წ. დეფორმა.
მინდა, მოვუწოდო და მოვთხოვო ე.წ. განათლების მინისტრს, მოვიდეს და შეგვხვდეს, რომ აგვიხსნას სტუდენტებს, რას ემსახურება განათლების ეს დეფორმა. სანამ საუბარს ვითხოვთ და ამისთვის ცივილურ ფორმებს მივმართავთ, რადგან როცა კანონით ხდება უკანონობა მოქალაქეს ვალია, მოიშოროს ის ადამიანები, ვინც ამ კანონს უკანონოდ იყენებენ, სათავისოდ და რუსული მიზენბის გატარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
მათ საინფორმაციო სამსახურში განცხადება უკვე დატოვეს, მიქანაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.