მთავარისიახლეებინიკო კვარაცხელიას დედა-მეც ქუჩაში გამოვდივარ

ნიკო კვარაცხელიას დედა-მეც ქუჩაში გამოვდივარ

Published on

ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა, მაგრამ დამიდგა – თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ქუჩაში გამოდის.

როგორც იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ აპირებს, რომ თავადაც ქუჩაში ეძებოს სამართალი.

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!!
ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!
შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია???
მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას წვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!!
ვეღარ ვუძლებ ვერა!!!!
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!!
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა!
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!!
ეკლესიასტე
ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!!
მაგრამ დამიდგა!!!!
კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!!
მეგობრებო რამოდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!!და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!!
ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!
ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!”- წერს იზა ომაძე.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს.

საქმის მასალების თანახმად, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობის დღიდან ამტკიცებს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას წლებია, ითხოვს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელია, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.
ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს – მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გურამ და დავით კაკულიები სამართალდამცავებმა 2022 წლის მაისის ბოლოს, სრულიად სხვა საქმეზე, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თქვა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.

სიახლეები

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...

შსს- დავაკავეთ მამა, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა

შსს-მ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980...

უკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე...