მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ ვიცი სად არის, არ შემხმიანებია, მაგრამ სჯობდა, შემხმიანებოდა" - გვარამია გილაურზე

“არ ვიცი სად არის, არ შემხმიანებია, მაგრამ სჯობდა, შემხმიანებოდა” – გვარამია გილაურზე

Published on

ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია” ნიკა გვარამიამ პასუხი გასცა შეკითხვას, სად გაქრა ნიკა გილაური:

“არ ვიცი, სად გაქრა გილაური, არ მაქვს პასუხი, მე ციხეში ვიყავი, დღეს გამოვედი. არ შემხმიანებია. თუმცა, სჯობდა შემხმიანებოდა, ციხეში მყოფს. გილაურთან დაკავშირებით სიტუაცია იყო ნათელი, როგორც ფიგურა და მმართველი, მომწონს, მისი მთავრობის წევრი ვყოფილვარ, მე არც ახლა შემიტანია ეჭვი და არც მაშინ მის ივანიშვილთან შეკრულობაში, პირდაპირ ვამბობ, მის ძმასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს და არ მაინტერესებს, მე მასთან არ მიურთიერთია, ძმების და მამების მიხედვით, ადამიანებთან არ ვამყარებ მე ურთიერთობას.

კარგად არ ვიცნობ ირაკლი გილაურს, სულ ორჯერ მყავს ნანახი, თუმცა, თუ შეკითხვები ისმება, მოდით ვიმსჯელოთ, ნიკა გილაურის ერთი ადამიანი მაინც იჯდა სიაში, რომ ივანიშვილისკენ წასულიყო? ამის გადამოწმება მარტივია, ნახოს ყველამ სია. იქ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავს არა მარტო გილაურის, არამედ ფულის გამო ჩასმულს”, – ამბობს გვარამია.

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...