მთავარისიახლეებიმსოფლიოთბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

Published on

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს და მერიას თხოვნით ირანის საელჩომ მიმართა, რაც წინა წლებშიც არაერთხელ მომხდარა. 

“როგორც იცი, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში,” – ამბობენ მერიაში. 

ოპოზიციის ბანაკის პოლიტიკოსებიდან ამ გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ 12 თებერვალი არა ირანის ქვეყნის დამოუკიდებლობის, არამედ ისლამური რევოლუციის დღეა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...