“აი, რა მაყვირებდა, გიგა [ავალიანი] იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები”- ასე ეხმაურება პროიკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ბილისში მოკლული მასწავლებლის დედა.
ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სავარაუდოდ დაკავებულების მიერ ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
“ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიების მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებების შესახებ გახდა ცნობილი. პროკურატურის თქმით, მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული სამი პირი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა დანაშაულებრივ ფაქტებშიც ფიგურირებენ, რის გამოც მათ ბრალი დაუმძიმდათ.