მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში კვების 9 ობიექტს სეს-მა საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისში კვების 9 ობიექტს სეს-მა საწარმოო პროცესი შეუჩერა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა, საიდანაც 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია შემდეგ ობიექტებზე:

1. შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
2. ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
3. შპს “მიაო ჯია” (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
4. შპს ,”იომი 1977″ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
5. ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
6. შპს “რ ნ ა ენთერფრაისი”, (მის: შ. ნუცუბიძის 2);
7. შპს “ალ მადინა კეივ” (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
8. შპს “იოკო აზია”(კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
9. შპს “ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ”, ჩინური რესტორანი “ბამბუ” (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).
კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას.” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას...